
ავტორი: ნინო მოდრეკილაძე
გამომცემლობა: ჩემი გამომცემლობა
ნინო მოდრეკილაძე თავისი პოეტური შემოქმედებით დიდი ხანია მკითხველს ანებივრებს. მის პოეზიაში მუსიკობს სულის სიღრმისეული განცდები, იმედგაცრუებათა იარები, რასაც, მეტნაკლებად, თითოეული ადამიანი გადის... თუმცა, ყველას როდი შეუძლია, ავტორისებურად, ოსტატურად, იდეებად ჩამოქნას და კეთილხმოვან, პოეზიად ააჟღეროს. ზოგჯერ ცხოვრება გვაიძულებს, დავთმოთ საკუთარი თავი, რომ სამარიონეტო თოკებით გვმართოს, ავტორი კი ირჩევს, გარდაისახოს, გავიდეს საკუთარი თავიდან და ტკივილიანი მეტამორფოზის გზით სული განიახლოს... გადარჩეს და სხვაც გადაარჩინოს. მინდა, „ზე მე ვიყო“... ამბობს პოეტი. ნინოს პოეზია ცხოვრების ლაბირინთებში გამოვლილ მზის ფერწერად მოქარგულა, მის ფიქრებს უამრავი ნაისრალი და ნაჭდევი აჩნევია, თუმცა, თავისი ბრწყინვალებითა და გამძლეობით მაისობას სურნელოვან ვარდებად
ჩამოიქნება და ღვინობისას - ვაზის ქარვებად. ეს პოეზია სხვა აღარმეთა, აღარსხვათა თავშესაფრად იქცევა, როგორც თავად პოეტი უწოდებს და ეძებს თანამგრძნობთა სულებს, ადამიანის შინაგანი სამყარო ხომ უნიკალურია, განუმეორებელია და ძნელია, მირიადში ის ერთი თანამგრძნობი იპოვო... და მაინც, ამ კრებულში მკითხველი, თუ ზუსტად ავტორის მსგავსად არა, თავისებურად მაინც ჩაუღრმავდება სულის შინაგან შრეებს, რაღაცას თავის პიროვნებასთან გააიგივებს და შეიყვარებს ნინო მოდრეკილაძის შემოქმედებას, რამეთუ ჩვენ, ყველას, ის ქმნილება გვიყვარდება, რომელშიც საკუთარ თავს მცირედ მაინც აღმოვაჩენთ.
978-9941-9923-8-4
200
ქართული
პოეზია
2025

ჟურნალისტი; პოეტი
ლიტერატურული მოღვაწეობა:
პოეტური კრებულები: „ოცნება“ (1995 წ. გორი), „გარა“ ( 2013 წ. თბილისი), „ლექსების გამოფენა“ ( 2013, 2014, 2017, 2019 წწ. ბათუმი), „ზეკართან“ (2013, 2014, 2015 წ.წ. შუახევი), „გამოუქვეყნებელ ლექსთა კრებული“ (2014 წ. თბილისი), „ემიგრანტის წერილი“ (2014 წ. თბილისი); „მოდინახე“ (2015 წ. საჩხერე), „ოდეონი“ (2015 წ. ხარაგაული), „წმინდა ნინოს ჯვარი“ (2015 წ. თბილისი), „ინსპირაცია“ (2015 წ. თბილისი), „13 სტიქია“ (2015 წ. თბილისი). 2021 წ. – (მწერალთა კავშირი) - „ქართული პოეზიის ანთოლოგია“ ; „დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს“;
თარგმანები -2020წ. „ფრანჩესკო პეტრარკა - 100 სონეტი“; „თურქული პოეზიის ანთოლოგია“; 2022 წ. „ზე კართან“;
იბეჭდება ჟურნალ - გაზეთებში: - „ანეული“ , „თანამედროვე საბავშვო ლიტერატურა“, „ხორნაბუჯი“, „რიწა“; „პეპელა“ , „მწვანეყვავილა“, „აჭარა“ , „განთიადი“, „ლიტერატურული გაზეთი“
პერსონალური პოეტური კრებულები
„სულის ქარვები“ - 2014 წ. ;
„ფერნაცვალ ფიქრთან“ – 2016 წ;
„ქვაკაცა“ – 2018წ;
„მზე მეწვია მე“ - საბავშვო კრებული - 2023 წ.
„აღარმე“ - 2025
ლიტ. პრემიები:
გიორგი შატბერაშვილის პრემია ( საქართველოს მწერალთა კავშირის გორის სამხარეო ორგანიზაცია);
„წმინდა ნინოს ჯვარი“ - ქრისტიანული პოეზიის მე - 6 ფესტივალი 2016 წ. 1 - ლი ადგილი;
„ოდეონი“ ( ხარაგაული) -2015წ. მე - 3 ადგილი;
„მოდინახე“ ( საჩხერე) – 2016 წ. მე 3 ადგილი;
„ემიგრანტის წერილი“ – 2016 წ. მე -3 ადგილი;
„ლექსების გამოფენა“ ( ბათუმი) 2017წ. - მე 2 ადგილი;
„პატივდების სიგელი“
„მუზა“ - სტუდია შავიტის ჯილდო;
„ხვარამზე“ 2019წ. - მე 2 ადგილი.
„ხვარამზე“ 2021წ. მთავარი ნომინაცია - ,,წლის ხვარამზე“;
„ლექსების გამოფენა“ 2022 წ. - მე -3 ადგილი;
„ასი სიტყვა“ 2022წ. - მე 2 ადგილი;
„ქუჯი“ 2023 წ. - მე -2 ადგილი.
2024 წელს მიიღო გოგებაშვილის პრემია.
იპოვეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე