
ავტორი: ოთარ ინწკირველი
გამომცემლობა: ჩემი გამომცემლობა
კაცობრიობის ტექნოლოგიური განვითარება გეომეტრიული პროგრესიის ტემპით და შესაძლოა უფრო სწრაფადაც მიმდინარეობს. რამდენიმე წლის წინ შეუძლებელი რამ, დღეს უკვე ხელშესახები რეალობაა. ერთი შეხედვით, ადამიანმა დედამიწა თითქოს სრულად გამოიკვლია, თუმცა ბევრი საიდუმლოებაც დარჩა შესასწავლი. საიდუმლოებებს შორის, მთავარი გამოცანა მაინც ადამიანია, რადგანაც მასში ცალკე სამყარო არსებობს, თვალით უხილავი და
ხელუხლებელი.
განვითარების გრძელ გზაზე, ადამიანმა ბევრი ზიანი მიაყენა დედამიწას. რესურსებისგან გამოწურა და ქიმიურად დააბინძურა, ეს ყველაფერი კი ლამაზი ფერებით შეფუთა, რის გამოც, არავის მოსდის აზრად, ეს პროცესი შეაჩეროს, დაფიქრდეს, ღირს საერთოდ ეს განვითარება ამ ფასად? ამის სანაცვლოდ კოსმოსში მივიწევთ, საცხოვრებელ პირობებს ვეძებთ, რათა დედამიწა ნახმარი ტანსაცმელივით გამოვიცვალოთ, რომელიც უკვე არაფერში გვარგია და ახალი ცხოვრებით დავტკბეთ. იმ რესურსებს, ინტელექტსა და უნარებს, რომლებსაც აქაური პრობლემბის მოსაგვარებლად უნდა ვიყენებდეთ, რაკეტებსა და ბობმებში ვტენით და უსასრულობაში ვფანტავთ.
ხოლო ამ განვითარების გზაზე ვერც კი ვხვდებით, თუ როგორ დავკარგეთ მთავარი ადამიანური ნიშანი - შინაგანი სამყარო, რომელიც კოსმოსის აღმოჩენამდეც, მასზე ბევრად დიდი იყო. ჩვენი ნებით ვთქვით უარი სულიერ თავისუფლებაზე და ტექნოლოგიების მონებად გადავიქეცით.
978-9941-9970-7-5
202
ქართული
ფანტასტიკა
2026

ოთარ (ოთო) ინწკირველი დაიბადა 1985 წლის 11 მაისს, თბილისში. დაამთავრა 53-ე საჯარო სკოლა. უმაღლესი სასწავლებელი: თსუ - საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტი; კავკასიის უნივერსიტეტი (CSB) - მენეჯმენტის ფაკულტეტი. სამუშაო გამოცდილება: 10 წელი საბანკო სექტორი (საქართველოს ბანკი, სილქ ბანკი, ლიბერთი ბანკი) 2021 წლიდან 2025 წლამდე კომპანია "ავტოტექნო" - კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხოლო 2025 წლიდან დღემდე "პრემიერ მოტორსი"-ს გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ავტორი სტატიებისა "როგორ ვიქეცით ადამიანები სისტემის ჭანჭიკებად" და "დრო, როგორც ყველაზე ლიკვიდური აქტივი" ორივე სტატია გამოცემულია გაზეთ "ბანკები და ფინანსებ"-ში. სადებიუტო მხატვრული ნაწარმოები "აღთქმული მარსი".
იპოვეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე