
ავტორი: კახაბერ სუხიტაშვილი
გამომცემლობა: ჩემი გამომცემლობა
რომანში მოქმედება ერთ პროვინციულ ქალაქში ხდება, სადაც ყველაფერი ერთი შეხედვით ერთფეროვანია, თუმცა მაინც უზადო სიჭრელით გამოირჩევა. სიუჟეტის მთავარი ხაზი ორი, თითქმის თანადროული ისტორიაა, რომლებსაც უცნაური, მაგრამ მეტად სახასიათო ცხოვრებისეული ჯაჭვები კრავს. რომანს ორი მთავარი გმირი ჰყავს: პირველი ნაწილის გმირი
განათლებული, საკუთარ თავში ჩაკეტილი და სისტემისგან განდევნილი მასწავლებელია, რომელიც ცდილობს, დაუბრუნდეს საყვარელ საქმიანობას და გარკვეულ დათმობებზეც მიდის. იგი მზად არის, პროფესიისა და საყვარელი ქალის გამო პრინცი პები დათმოს, თუმცა უსამართლობის წინაშე ქედს არ იხრის. საყვარელი ქალი კი, მისი ისედაც რთული ცხოვრების გადამწყვეტ მომენტში ახალ თავსატეხად იქცევა.
მეორე ნაწილის გმირი, ერთი შეხედვით უსწავლელი, ბაზრის ხმაურიან და ჭუჭყიან გარემოსთან შესისხლხორცებული, მეტად
კომუნიკაბელური ახალგაზრდა ბიჭია. ის ცდილობს, საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს იქ, საიდანაც პირველი გმირი გაქცევას ლამობს. მას სჯერა, რომ ოდესმე მისი ოცნებები ასრულდება, გახდება წარმატებული და მდიდარი ადამიანი, თუმცა არ იცის, ამას როგორ მიაღწიოს. ის მეოცნებე ახალგაზრდაა, რომელიც ფიქრობს, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს სიყვარულსა და ბედნიერებას, მათ შორის - თავადაც.
ამ ორი გმირის შეხვედრა გარკვეულწილად საკრალურ დატვირთვას იძენს
978-9941-9969-8-6
205
ქართული
პროზა
2026

კახაბერ სუხიტაშვილი დაიბადა 1977 წელს ქალაქ თელავში. 1999 წელს დაამთავრა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოგრაფია-ბიოლოგიის სპეციალობით და დღემდე გარემოს დაცვის და გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით მუშაობს. 2007 წლიდან დღემდე, ორგანიზაცია CENN ის წარმომადგენელია კახეთის რეგიონში და რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივის ავტორია. მისი უშუალო ძალისხმევითა და აქტიურობით, თელავის ცნობილ ჭადარს ადგილობრივი მნიშვნელობის დაცული ხის სტატუსი მიენიჭა, რაც საქართველოს მასშტაბით პირველი პრეცედენტია. ასევე, მისი თაოსნობით მოეწყო დაბახნების პირველი ურბანული ეკოსაგანმანათლებლო სივრცე.
კახაბერის საქმიანობა აქტიურად უკავშირდება კახეთში ახალი ეკოტურისტული შესაძლებლობების კვლევასა და პოპულარიზაციას. მის მიერ დაფუძნებული კამპანიები - „ნატურისტორიუმი“ და „გარე-მარე“ - სწორედ, ამ სფეროს განვითარებას ემსახურება.
წერა მოგვიანებით დაიწყო, რაც დაგროვილმა სათქმელმა განაპირობა. კახაბერი წერს ადამიანებზე, მათ დაფარულ ფიქრებზე, ბუნებასა და იმ ეგზისტენციალურ პრობლემებზე, რაც ადამიანს დასაბამიდან აშფოთებს. სამყაროსადმი და ადამიანებისადმი მისი ორიგინელური ხედვა, მის პროზას საინტერესოს ხდის მკითხველისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის.
იპოვეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე