
ავტორი: გიორგი მურღვლიანი
გამომცემლობა: ჩემი გამომცემლობა
თანამედროვე ქართული პროზაული ნაწარმოები „დაღთა მემკვიდრე“ ჟანრობრივად სცილდება ტრადიციული ნარატივის ჩარჩოებს და გვევლინება, როგორც კრიმინალური დრამის, ფსიქოლოგიური რეალიზმისა და მითოსურ-ალეგორიული რომანის სინთეზი. ტექსტი გამოირჩევა რთული სტრუქტურული არქიტექტონიკით, მრავალშრიანი პერსონაჟთა სისტემითა და ეგზისტენციალური ფილოსოფიით. წინამდებარე რეცენზია მიზნად ისახავს ნაწარმოების მხატვრულ-ესთეტიკური, სტრუქტურული, ფსიქოლოგიური და მეტრული მახასიათებლების ანალიზს, რათა წარმოაჩინოს ტექსტის ღრმა შინაარსობრივი პლასტები.
978-9941-9970-4-4
265
ქართული
პროზა
2026

სამართლის ბაკალავრი, პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი, საქართველოს თავდაცვის ძალების არტილერიის ოფიცერი, ლეიტენანტი გიორგი მურღვლიანი დაიბადა 1999 წლის 9 აპრილს.
უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც დაეუფლა სამართლის ფუნდამენტურ დისციპლინებს, განივითარა სამართლებრივი ანალიზის, კრიტიკული აზროვნებისა და პროფესიული გადაწყვეტილებების მიღების უნარები. სწავლის პერიოდში განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა სახელმწიფო მართვის, კონსტიტუციური სამართლის მიმართ.
აკადემიური განვითარების პარალელურად პროფესიული საქმიანობა სამხედრო მიმართულებით განაგრძო. წარმატებით დაასრულა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსი, რომლიც წარმატებით დასრულების შემდეგ მიენიჭა საქართველოს თავდაცვის ძალების ლეიტენანტის სამხედრო წოდება.
შემდგომ სწავლა განაგრძო სპეციალიზებულ ექვსთვიან საარტილერიო კურსზე.
პარალელურად გააგრძელა აკადემიური განვითარება პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით და მოიპოვა პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
ხელოვნების სფეროში განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ინარჩუნებს ყველა იმ ხელოვანის მიმართ, ვინც ცდილობს მისი შემოქმედება სრულყოფილ დონემდე აიყვანოს. ლიტერატურულ სფეროში სწორედ ეს პრინციპი უდევს საფუძვლად მის შემოქმედებასაც.
იპოვეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე