
ავტორი: ნათია შაორშაძე
გამომცემლობა: ჩემი გამომცემლობა
ნათია შაორშაძის სადებიუტო რომანი „კატის თვალი“, გამოგზაურებთ მისტიკურ სამყაროში.
978-9941-9923-4-6
255
ქართული
ფანტასტიკა
2024

ნათია შაორშაძე დაიბადა 2000 წლის 11 აპრილს. 2018-2022 წლებში სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერისიტეტში და დაეუფლა ანიმაციური კინორეჟისორის პროფესიას. მისი სადიპლომო ნამუშევარი ,,ჟირაფი’’ ეხებოდა ურბანიზაციის თემას და ნაჩვენები იქნა თბილისის საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალზე ,,ამირანი’’ და ანიმაციური ფილმების მე-15 საერთაშორისო ფესტივალზე ,,თოფუზი’’. 2019 წელს მოთხრობით ,,მაგიდა’’ გაიმარჯვა ლიტერატურულ კონკურსში ,,დებიუტი’’ და ნამუშევარი დაიბეჭდა სტუდენტთა ლიტერატურულ-პუბლიცისტურ კრებულში. ამავე წელს დაწერა სტატია ,,სოცრეალიზმი - ხელოვნება ადამიანის გარეშე’’. მისი ჩანახატი ,,გალაკტიონის უკანასკნელი ფიქრები’’ დაბეჭდილია გაზეთში ,,დურუჯი’’. 2021 წელს გაიმარჯვა ლიტერატურულ კონკურსში ,,სუფთა ფურცელი’’ და მისი ნაწარმოები ,,მზე’’ დაიბეჭდა მოთხრობების კრებულში ,,სუფთა ფურცელი’’, რომელიც ნათარგმნია აფხაზურ ენაზე. 2024 წელს გამოიცა მისი პირველი, ფენტეზის ჟანრის სათავგადასავლო რომანი ,,კატის თვალი’’.
იპოვეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე