
ავტორი: ციცინო ბუკია
გამომცემლობა: ჩემი გამომცემლობა
ზღაპრების წიგნი
978-9941-9969-5-5
66
ქართული
საბავშვო
2026

ციცინო ბუკია დაიბადა 1980 წლის 29 ოქტომბერს ქალაქ გალში. აფხაზეთში განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო ოჯახს იძულებით მოუწია გადაადგილება ქალაქ თბილისში. 1998 წელს დაამთავრა თბილისის 191-ე საშუალო სკოლა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის ბაკალავრიატი და იმავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა, ჟურნალისტის სპეციალობით (2003 -2005 წწ). 2013 წელს ტექნიკურ უნივერსიტეტშივე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „პოლიტიკური პრობლემატიკა თანამედროვე ქართულ პრესაში" და მოიპოვა სოციალური მეცნიერებების დოქტორის ხარისხი.
იყო ჟურნალ „ბიოლოგიური მედიცინის" რედკოლეგიის წევრი და მთავარი რედაქტორი, „მწერლის გაზეთის" ლიტმუშაკი და პასუხისმგებელი მდივანი; არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმდია ცენტრის რედაქტორი; ასევე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (2011წლიდან დღემდე) და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (2014 წლიდან დღემდე). 2009 წელს გახდა მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
გამოცემული აქვს რომანები: „გრძნეულთა ქალაქი" (2007 წელი) და „ცისარტყელა ღრუბელში"(2012 წელი); მისი ლექსები შეტანილია რამდენიმე კრებულსა და ანთოლოგიაში „მცირე გულანი", რომანმა „გრძნეულთა ქალაქი" მოიპოვა დავით აღმაშენებლის სახელობის პრიზი, ხოლო რომანისთვის „ცისარტყელა ღრუბელში" გადაეცა გურამ რჩეულიშვილის პრემია „ალავერდი".
გამოცემული აქვს 20-მდე სამეცნიერო სტატია მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ბაზებში (მათ შორის, სცოპუს-ში) ინდექსირებულ ჟურნალებში, არის მონოგრაფიის „გაზეთი „საქართველო (1918-1919წწ)" ავტორი (2020 წელი).
იპოვეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე