
ავტორი: ბესო ხვედელიძე
გამომცემლობა: ჩემი გამომცემლობა
უკვე იშვიათობაა, თუმცა არის აქა-იქ. იშვიათობაა კიდევ იმიტომ, რომ - მწვავე რადიაციული მოთხრობების გარდა, მანდაა ბოლოში (ე. წ. ბონუს-ტრეკად) ერთი ჩემი კოდა- მატიანე )!!!!
მარტო მაგის გაცოცხლებად მიღირდა ეგ წიგნი, თუმცა იმ მოთხრობებშიც ბევრი გავაცოცხლე და დავიმახსოვრე ტექსტად: ცალხელა ზაზა, ირმა, ოლეგ გავრინი და სოსო, ზურა რთველიაშვილი, ვიღაც შიშველი გოგო, ჟურნალისტკები, გოგოჩი დოდია, ალექსა მინსკში და მიგელა ივან კუპალასთან, წიოწია ვალია, ცოცხის დაწნული ქალი, დამსახურებული პედაგოგი ლელა მეთლუყვა და ვინც გამომრჩა და არ გამომრჩა ბონუს ტრეკშია, "წმ. ქ. ვირუსი" რომ ჰქვია. პირველად ის გაცოცხლდა 1999 წელს "ცისკრის" გვერდებზე. მერე შევიდა ჩემს პირველ კრებულში "გაფრინდინელა". მერე 2006 ში უკვე გამოიცა ცალკე წიგნად, ოღინდ ფსიქოთერაპევტ მაკა მიქელაძის აქიმური წინასიტყვაობით და დიაგნოსტიკური დასკვნით. წიგნისვე სკივრის ოქროს ფოტოარქივი დაცული იყო და დათმო წიგნიზა ფოტოგურუმ გურამ წიბახაშვილმა და ასე გამოვიდა არენაზე - " იხვის ტოლმა". (მაკა მიქელაძე/ ბესო ხვედელიძე)... მერე ეს მოთხრობა-მატიანე ასე იდო და ელოდა ისევ გაცოცხლებას, და 24 წლისთავზე, მან კიდევ ერთხელ თქვა რომ: იყო, არის და იდგება კოდურ და უმნიშვნელოვანეს ტექსტად ავტორის შემოქმედებაში...
დანარჩენებია:
1. ომს -მშვიდობა (აფხაზეთის ომზეა. გასროლის გარეშე. სხვა მშვიდობიან ამბებზეა გაგანია ომის ფონზე.)
2. ჩაკეტილი ("ნამასტეს" და "გოას" ალექსა და ბესარიონი ლუკაშენკოს ბელორუსიაში. კერძოდ - მინსკში არიან. ტუალეტში ჩაკეტვა და კათარზისი.)
3. ნეკროლოგი (ზურა რთველიაშვილზეა ბოდვითი აშლილობის შემცველი ღიმილიანი ნეკროლოგი)
4. დაწნული ქალი (ეს თრიპ-კინო ნეპალის პოკჰარაშია გადატანილი ერთ უფრთო ანგელოსთან ერთად)
5. რობოტიზაცია - (მე "აი" არ გავითვალისწინე და ასეთი მომავალი ვუწინასწარმეტყველე დედამიწას )))) მიკრობული გარდაქმნა. ახალი ადამიანი.)
Bonus track
6. წმ. ქ. ვირუსი - (დროსა და სივრცეშია გენეალოგიური მარშრუტი გამოკიდული... ცეცხლად, მიწად, წყლად და ჰაერად!)
p.s. ზედ, ყდაზე რაც ხატია, ავტორისაა (გაზაფხულის მანდალა)
978-9941-9827-9-8
144
ქართული
პროზა
2024

ბესო ხვედელიძე ქართველი მწერალი და დრამატურგი დაიბადა 1972 წელს, თბილისში. სწავლობდა ჟურნალისტიკას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1990–1996), ლიტერატურას კულტურის ინსტიტუტში (1997–1999) და სცენარის წერას IFASC-ის შვეიცარიულ-ქართული კინოწარმოების პროგრამაზე (2005–2007). 2018–2019 წლებში მან დაასრულა ალტერნატიული მკურნალობის ოთხდონიანი კურსი საგარმატას პრანიკის სამკურნალო ცენტრში, კატმანდუში, ნეპალში. ხვედელიძე 30-ზე მეტი წიგნის ავტორია, მათ შორის მოთხრობების კრებულების, რომანებისა და პიესების. მისი ნაწარმოებები ფართოდ არის თარგმნილი ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ესპანურ, ფრანგულ, ჩეხურ, პოლონურ, სლოვაკურ, რუმინულ, ლიტვურ, შვედურ, უკრაინულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, სპარსულ და უზბეკურ ენებზე. მას მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის SABA-ს ლიტერატურული პრემია (2003, 2012), მაჩაბელის პრემია დრამისთვის (2023) და რუსული ლიტერატურული ჟურნალის „ოქტაბრ“-ის „წლის საუკეთესო მოთხრობის“ ჯილდო (2009) „მეცამეტე წერტილისთვის“. ხვედელიძეს რამდენიმე ეროვნული და საერთაშორისო ლიტერატურული პროექტის კურატორი ჰყავს, როგორიცაა „39 რჩეული მოთხრობა“, ახალი ქართული ლიტერატურის 20-ტომიანი ანთოლოგია და „ლიტერატურული ხიდები“ (აზერბაიჯანი-სომხეთი).
მისი ნაწერები აღიარებულია ფსიქოლოგიური სიღრმით, სიურეალისტური წარმოსახვით და უნიკალური ხმით, რომელიც ხშირად აერთიანებს ირონიას, მაგიურ რეალიზმს და პოეტურ ენას. ის საქართველოსა და ნეპალს შორის ცხოვრობს, სადაც ასევე აწყობს კულტურულ და ლიტერატურულ ტურებს.
იპოვეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე