
ავტორი: თეონა შარიქაძე
გამომცემლობა: ჩემი გამომცემლობა
სახელმძღვანელოში განხილულია ფსიქოლოგიის განვითარების ისტორია. მის დამოუკიდებელ მეცნიერებამდე განვლილი ორი ეტაპი: მეტაფიზიკური ფსიქოლოგია და ემპირიული ფსიქოლოგია. კვლევის
მეთოდები, ფსიქოლოგიის ძირითადი მიმდინარეობები. მაგ. სიღრმის ფსიქოლოგია, კლასიკური ბიჰევიორიზმი, პოსტფროიდიზმი, კოგნიტური და ჰუმანისტური ფსიქოლოგია. ცალკე თავი აქვს დათმობილი ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლის დიმიტრი უზნაძის განწყობის ფსიქოლოგიას.
წიგნში განხილულია პიროვნების ცნება ფსიქოლოგიაში, ფსიქიკური პროცესები და ფსიქიკური თვისებები, ქცევის ფსიქოლოგია.
ნაშრომი განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის და მათთვის, ვისთვისაც საინტერესოა ფსიქოლოგიის მეცნიერება.
978-9941-9970-1-3
162
ქართული
სხვა
2026

თეონა შარიქაძე ფსიქოლოგი; სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
არის ერთ-ერთი ავტორი წიგნისა „პიარი და ურთიერთობის ფსიქოლოგია“. გამოცემული აქვს მონოგრაფია სახელწოდებით „ინკლუზიური განათლების ორმხრივი სარგებლიანობის პრინციპი“.
მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ კონფერენციებში და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები.
იპოვეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე