
ავტორი: თამარ ფხაკაძე
გამომცემლობა: ჩემი გამომცემლობა
ზღაპარი პატარებისთვის.
978-9941-9969-1-7
84
ქართული
საბავშვო
2025

თამარ ფხაკაძე დაიბადა ქალაქ ქუთაისში, აქვე დაამთავრა სკოლა და უნივერსიტეტი.
პროფესიული საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს პარლამენტს. 2000 წლიდან მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატის კვლევით დეპარტამენტში, სადაც 2005-2019 წლებში იყო კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი აგრარული მიმართულებით. 2020-2025 წლებში საქმიანობდა სსიპ – პარლამენტის კვლევით ცენტრში აგრარული და გარემოს დაცვის საკითხების მიმართულებით.
არის აგრარული პოლიტიკისა და გარემოს დაცვის საკითხების სპეციალისტი, მკვლევარი, მედიაავტორი და მთარგმნელი, მრავალწლიანი გამოცდილებით როგორც საკანონმდებლო, ისე საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორში.
2026 წლიდან ტელეკომპანია „ახალში“ უძღვება გადაცემას „ცოცხალი მიწა - მწვანე არჩევანი“, რომელიც სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიური საკითხების პოპულარიზაციას ემსახურება.
2012 წლიდან დღემდე არის საქართველოს ფერმერ ქალთა ასოციაციის ექსპერტი, ხოლო 2014 წლიდან - საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირის კონსულტანტი პროექტების მიმართულებით. აქტიურად არის ჩართული ფერმერ ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.
მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო პროექტში, მათ შორის გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებულ ასოციაცია Naturland-ის პროექტში „KVP საქართველო - ბიოლოგიური მეურნეობების ხელშეწყობა“ (2023-2025), სადაც იყო ექსპერტი და პოზიციის დოკუმენტის ფაზის კოორდინატორი. ასევე იყო მკვლევარი აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) მხარდაჭერილ პროექტებში და ექსპერტი/ტრენერი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივებში.
არის საგანმანათლებლო-ეკოლოგიური ზღაპრის „პიგოს ბიჭის თავგადასავალი“ ავტორი, ორგანული სოფლის მეურნეობის საგანმანათლებლო კურსის თანაავტორი, სექტორული კვლევის „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“ სამუშაო ჯგუფის წევრი და წიგნის „ქართული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში“ (ქართულიდან ფრანგულად) მთარგმნელი.
განათლება მიღებული აქვს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე (რომანული ენები და ლიტერატურა, წითელი დიპლომი). ასევე დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხოურ ენათა სახელმწიფო ინსტიტუტის სინქრონული თარგმნის უმაღლესი კურსები (მთარგმნელ-რეფერენტი, წითელი დიპლომი).
ფლობს ფრანგულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.
იპოვეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე