
ავტორი: ლაშა ხიზანიშვილი
გამომცემლობა: ჩემი გამომცემლობა
ავტორმა 3 წლის წინ მოულოდნელად ტყის საბავშვო ბაღში აღმზრდელ-პედაგოგად დაიწყო მუშაობა.
"ტყის ბაღის ზღაპრები" აერთიანებს 17 პატარა ამბავს ტყის ჯადოსნური პლანეტიდან. ლაშამ ამ ზღაპრებით პატარა და დიდ მეგობრებთან ერთად გამოცდილი ამბების გაზიარება მოინდომა, ფანტაზიაც დაამატა გემოვნებით და ეს გამოვიდა.
ტყის ბაღის ზღაპრებში აღწერილია სამყარო, სადაც ტყის პატარა მეგობრები სწავლობენ ცხოვრებას, იმას თუ როგორ გამოიყენონ ბუნების ჯადოსნური ძალები, როგორ გაერთონ და ისწავლონ თამაშით, როგორ შექმნან ლამაზი დღეები და გაანათონ ბნელი ღამეები, როგორ მოუსმინონ საკუთარ თავს და დაამყარონ კავშირი გარესამყაროსთან, დაამარცხონ შიშები, ისწავლონ წამოდგომა ყოველი წაქცევის შემდეგ, შეიყვარონ ცხოვრება, საკუთარი თავი, ბუნება, მათი მეგობრები და ეს ყველაფერი სხვებსაც ასწავლონ.
978-9941-9969-9-3
78
ქართული
საბავშვო
2026

დაიბადა 1997 წელს თბილისში, გაიზარდა გურიაში. დაამთავრა თბილისის 147-ე საჯარო სკოლა, არის საქართველოს უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის ბაკალავრი. ახალი ეკონომიური სკოლა საქართველოს (NESG) პროექტებისა და ციფრული ინდუსტრიის აკადემიის, სოციალური მედიის მართვის კურსდამთავრებული, ამჟამად სწავლობს აღმზრდელის პროგრამაზე სქილვილის კოლეჯში.
2017 წლიდან არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა საქართველოს“ დამფუძნებელი. პროფესიული საქმიანობის განმავლობაში იყო ასისტენტ-ბუღალტერი, გაყიდვების მენეჯერი, პროექტების მენეჯერი, საბავშვო ბანაკების ლიდერი და აღმზრდელ-პედაგოგი, 2023 წლიდან 2026 წლის აპრილამდე ტყის საბავშვო ბაღის, ბუნებარეს აღმზრდელი პედაგოგი. ამჟამად, არის თავისუფალი აღმზრდელი.
იპოვეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე