
ავტორი: ანო ტვილდიანი
გამომცემლობა: ჩემი გამომცემლობა
ანო ტვილდიანი 18 წლის იყო, როდესაც პირველი წიგნი დაწერა - „მზითშობილნი“. ამ წიგნმა გააოცა მკითხველი საზოგადოება, მასზე მნიშვნელოვანი სტატიები დაიწერა. ლიტერატურის კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ქართული ლიტერატურის სრულიად ახალ თაობას ძალიან ნიჭიერი მწერალი მიემატა. მისი მეორე წიგნია „ცხებული და შერისხული“. თავის წიგნებში ანო ბევრ თემას ეხება. და მაინც, მისთვის უმთავრესი ადამიანის ბუნების, ხელისუფლებისა და საზოგადოების, სიყვარულის, უმნიშვნელოვანესი ფასეულობების კვლევაა. „ცხებული და შერისხული“ მისთვის დამახასიათებელი დინამიური თხრობის, პოლიფონიური სტილითაა დაწერილი და ხშირად მეტად მოულოდნელი და საინტერესო ეპითეტებით, შედარებებით, სახეებითა გაჯერებული. დროგამოშვებით ავტორი სამივე დროს ერთ განზომილებაში აერთიანებს და ქმნის იმ მაგიურ შეგრძნებას, რომელიც დროის განსაკუთრებულ მონაკვეთში ყოველ ადამიანს ეუფლება ხოლმე. დროის ასეთი მონაკვეთები ჩვენი ცხოვრების გამოცდაც არის და უმთავრესი ხიმინჯი. წიგნში წარმოჩენილი მოქმედების ადგილი არ განეკუთვნება რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას - ის პლანეტარულია. ისტორიაც გაერთიანებული - ადამიანი ხომ ყველგან
ადამიანია, თავისი ტკივილით თუ სიხარულით, იმედით, სასოწარკვეთით, პრობლემებით... წიგნში წარმოჩენილი გეოგრაფიული ადგილებიც ზოგადპლანეტარულია. გმირების სახელები ისეა შერჩეული, რომ ისინი რომელიმე ერთი საზოგადოების წარმომადგენელთა სახელებს არ იმეორებენ. სახელებიც ზოგადპლანეტარული და დროისაგან განყენებულად
არსებულია: ორსაგი, გვიდა, ბედილა, დარაბიელი, მანაშეა. უამრავი ამბის ფოიერვერკში ერთმანეთსაა შერწყმული ზღაპარი, მითი, სიზმრისეული თუ რეალური ქარგა. მძაფრდება ისტორიის დინების ერთიანი შეგრძნება. კაცობრიობის გზის შეგრძნება - განვლილისა და გასავლელის.
978-9941-9892-9-2
137
ქართული
პროზა
2024
იპოვეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე