
ავტორი: დავით ხარატიშვილი
გამომცემლობა: ჩემი გამომცემლობა
ეს ნაწარმოები ჩემთვის მეორე წიგნი და მოთხრობების პირველი კრებულია, რომელშიც თავი მოვუყარე თანამედროვე საზოგადოებისთვის აქტუალურ და მგრძნობიარე თემებზე შექმნილ თხზულებებს. პირველი რომანისგან განსხვავებით, რომელიც სრულიად პირადი გრძნობების თანამდევად, საკუთარი და ზოგადად ადამიანის შინაგანი ბუნების კვლევას და გააზრებას მივუძღვენი, ეს მოთხრობები კი საერთო სამოქალაქო ცნობიერებისა და სამართლებრივი შეგნების კუთხით, ჩვენს სოციუმში არსებულმა პრობლემებმა დამაწერინა. ბოლო ხანებში, უახლოეს პერიოდში, დღეს და გუშინ, ჩვენს ირგვლივ, სამშობლო საქართველოში უამრავი საინტერესო და დამაფიქრებელი, ამავე დროს, მეტად საბედისწერო, კარგად გასახსენებელი
თუ ავად წარმართული საზოგადო საქმე განვითარდა, რამაც თავისი მნიშვნელობით სრულიად ქართული და მსოფლიო
საზოგადოების ნაწილი გააერთიანა. ისინიც კი, ვინაც ნეიტრალობასა და განზე დგომას იჩემებდნენ, ამ პროცესების გავლენის
ქვეშ მოექცნენ, ცნობა მიიღეს ამა თუ იმ ამბავზე და პოზიცია თუნდაც მხოლოდ საკუთარ თავთან გამხელით დაიჭირეს, რამეთუ
გულს არ აქვს ნეიტრალიტეტის უნარი, ეს გონების განჭვრეტილი პოზიციაა, გული კი სადღაც მაინც მიიწევს და თავისთვის ჩუმად, პატრონის გასაგონად ფეთქავს. გულგრილობა ხომ ყველაზე სასტიკი დანაშაულია, რომელიც უმოქმედობით ჩაიდინება, ხოლო ამ წიგნით, ვეცადე ეს და სხვა ბოროტმოქმედებები გამომეაშკარავებინა და სამზეოზე გამომეტანა. ბუნებრივია, ეს საზოგადოებრივი პროცესები, ჩემზეც, როგორც ამ ქვეყნის შვილზე, გავლენას მოახდენდა და ჩემი გულიც აირჩევდა მიმართულებას, რომლის მხარესაც დაიწყებდა ფეთქვას. მხატვრული ხერხით ამ აზრების გადმოცემა კი, ჩემი ლიტერატურისადმი სიყვარულმა განაპირობა. ძნელია უყურებდე ამ მოვლენებს, ხედავდე იმ პრობლემებს, რაც საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების გააზრებას უკავშირდება და არ გაგიჩნდეს სურვილი ნაბიჯი გადადგა მათ აღმოსაფხვრელად. შენც შენი მოკრძალებული წვლილი შეიტანო გარშემო არსებული სოციალური გარემოს ასამაღლებლად.
სწორედ, ეს კრებულია ჩემი მცდელობა, საკუთარი სიტყვა ვთქვა და საზოგადოებრივი პრობლემები გამოვკვეთო მათ გადასაჭრელად, რადგან ლიტერატურა ყოველთვის იყო გარკვეული სოციალური ძვრების ბერკეტი და განმსაზღვრელი, ადამიანების გულთან დამაკავშირებელი ხიდი და მწერალიც, ვინც საკუთარ თავს ასეთად მიიჩნევს, ხალხის სიყვარულს თავის წილად იღებს, ვალდებულია, თუკი ხედავს და გონებაც უჭრის, სიტყვით გამოხატოს და მკითხველამდე მიიტანოს გულწრფელი აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც კი შინაგანად აწუხებს და მოსვენებას უკარგავს. ზუსტად ამას ელოდება ერთგული მკითხველი მისგან, რომ მიღებული სიყვარულის წილად საპასუხოდაც მისი ფურცლებიდან რაღაც საიმედოს ან დასაბუთებულად კრიტიკულ აზრს ამოიკითხავს. ამგვარად აღწევს განვითარებას საზოგადოება და ჭეშმარიტებასაც ნათელი ეფინება.
ავტორი
978-9941-9923-1-5
148
ქართული
პროზა
2024

დავით ხარატიშვილი დაიბადა 1991 წლის 15 აგვისტოს ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის 83-ე საჯარო სკოლა. 2008-2012 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე, ხოლო 2014 წელს ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზრ მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი, ნაშრომით - „სოციალურ და კულტურულ უფლებათა განხორციელების მნიშვნელობა თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის რესოციალიზაციისათვის“. 2015 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2023 წლის მარტში „ჩემმა გამომცემლობამ“ გამოსცა მისი სადებიუტო პროზაული ნამუშევარი, რომანი - „სიცოცხლის ამბავი“, ხოლო 2024 წელს პროზაული კრებული - „გული ფარად“. ამჟამად არის ამავე გამომცემლობის შემოქმედებითი მენეჯერი და რედაქტორი.
იპოვეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე