
ავტორი: დავით ხარატიშვილი
გამომცემლობა: ჩემი გამომცემლობა
არ ვიცი, რამდენად მიიღებს ქართული საზოგადოება ამ ავტორს და მის წიგნს, თუმცა ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი თამამი
ნაშრომია ქართულ მწერლობაში. აღმოსავლეთში მას, ახალ ბუდას, ან უფრო მოკრძალებით გასხივოსნებულსაც კი უწოდებდნენ. ნაწარმოები იმდენად ღრმა ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ ასპექტებს შეიცავს, რომ მკითხველს დაამუნჯებს, უამრავ საფიქრალს გაუჩენს და თავიდან დააფიქრებს სიკვდილ-სიცოცხლის რაობაზე. წაიკითხავთ ამ წიგნს და იტყვით, რომ სიცოცხლე, ისევე როგორც სიკვდილი - მშვენიერია. უბრალოდ, უნდა მიხვდეთ, რომ ეს მუდმივი წრებრუნვაა, სამყაროს მარადისობის კანონი.
978-9941-9826-3-7
832
ქართული
პროზა
2023

დავით ხარატიშვილი დაიბადა 1991 წლის 15 აგვისტოს ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის 83-ე საჯარო სკოლა. 2008-2012 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე, ხოლო 2014 წელს ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზრ მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი, ნაშრომით - „სოციალურ და კულტურულ უფლებათა განხორციელების მნიშვნელობა თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის რესოციალიზაციისათვის“. 2015 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2023 წლის მარტში „ჩემმა გამომცემლობამ“ გამოსცა მისი სადებიუტო პროზაული ნამუშევარი, რომანი - „სიცოცხლის ამბავი“, ხოლო 2024 წელს პროზაული კრებული - „გული ფარად“. ამჟამად არის ამავე გამომცემლობის შემოქმედებითი მენეჯერი და რედაქტორი.
იპოვეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე