
ავტორი: მარტო ხე ლა
გამომცემლობა: ჩემი გამომცემლობა
სამყაროში ადამიანი განსაკუთრებული არსებაა. ჩვენ სხვა დედამიწელთაგან ჩვენი გონი და ინტელექტი გამოგვარჩევს, თუმცა ჩვენშიც ხშირად დგება უთანასწორობის საკითხი, რომ ადამის მოდგმაშიც ერთნი უპირატესნი არიან მეორეთაგან და უფლისკენ მიმავალ ქარავანშიც პირველები ეწერებიან, თითქოს თავად შემოქმედის ნება ყოფილიყოს ხალხთა გამორჩევა და ამ პირველობაშიც მისი ძალისხმევა ჩანდეს. ის კი ავიწყდებათ, რომ ამ ქვეყანას ყველანი ერთმანეთის მსგავსად ვევლინებით, დედის საშოდან შიშველნი და უპოვარნი, გონითა და ინტელექტით უმწეონი გამოვდივართ, სწორედ იმ სახით, როგორც ღმერთმა კაცთა პირველი წინაპარი შექმნა და კაცობრიობას არ შესწევს ძალა, სიცოცხლის წარმოშობის ეს ბუნებითი
თავისებურება თავისი შეზღუდული შესაძლებლობებით შეცვალოს და მხოლოდ სიტყვით თუ იტყვის, სხვაზე მეტი ვარო. სწორედ ამით გამოიხატება კაცის ადამიანური ბუნება, რომ იგი ღმერთის წინაშე ყველა მისნაირის მსგავსად თანასწორია, ყველა ებმება ცოდვისა და სიამის მახეში და გამონაკლისნი არც უფლის სახელის ქვეშ მსახურნი არიან, თავინთ თავს სასულიერო პირებად რომ მოიხსენიებენ. ისინიც ჩვეულებრივი ადამინები არიან, მათაც უელავთ ეშმაკის თვალი და ხანაც ანგელოზის ფრთები მოსავთ. ისინიც, სხვების მსგავსად გადიან სოციალიზირებისა და პიროვნებად ჩამოყალიბების რთულ პროცესს, რაზეც ყოველი ნაბიჯი, მრუდედ დადგმული ფეხი თავის კვალს აჩნევს და ეკლესიაც ხშირად ცოდვილთა შემფარებლად გვევლინება, რომელიც ანაფორის კალთის ქვეშ მალავს მონანიეთა სულებს. ჩვენს ირგვლივაც ხომ არაერთი ფაქტი გვსმენია, პატიოსან მღვდელთა შორის როგორ იჩენს თავს გარყვნილება და მომაკვდინებელი ცოდვანი. ავტორი ამ ნაწარმოებით ცდილობს გამოკვეთოს და სინათლეზე გამოიტანოს ის მანკიერი მხარეები, რომლებსაც დღევანდელი მართმადიდებლური ეკლესია ანაფორის ქვეშ მალავს, თუმცა ბოლომდე დაფარული როდის დარჩენილა რამე და დაკვირვებული თვალი ყველაფერს კარგად ხედავს. რომანის მთავარი გმირი, დანიელიც, ერთი ჩვეულებრივი, ცოდვით დამძიმებული და ტაძარს შეფარებული მღვდელია, რომელიც თითქოს სინანულის გზას დაადგა და ცდილობს, სხვაც ბევრი გადაარჩინოს სატანჯველისაგან, თუმცა ვნებებსა და მოგონებებს ვერაფერს უხერხებს და რჩება რიგით, მოკვდავ, თუმცა გრძნობებით დატანჯულ ადამიანად, რომელიც ეცადა, მაგრამ თავის მოტყუება არ გამოუვიდა. ავტორიც სწორედ ამ, ერთი შეხედვით, დაფარულ, მაგრამ მარტივ საიდულოებას ააშკარავებს, რომ რიტუალური აღმსარებლობა და წესების მორჩილება ვერ იხსნის სულს ხორციელი ტვირთისაგან და იგი სულ სხვა გზებით მოიპოვება.
978-9941-9922-0-9
114
ქართული
პროზა
2025

მარტოხელა ავტორის ფსევდომინია
იპოვეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე