
ავტორი: მარტო ხე ლა
გამომცემლობა: ჩემი გამომცემლობა
ნიშნებს, მინიშნებებს ყურადღებას არ ვაქცევთ... თუმცა სამყარო გველაპარაკება... ჩვენ კი ამ შეუცნობელ, საინტერესო,
იდუმალებით მოცულ სამყაროში, რომელიც ბევრ სიურპრიზს გვპირდება და გვიმზადებს, არ ვიცით როგორ ვიცხოვროთ და მინიშნებებესაც ყურადღებას არ ვაქცევთ. ხშირად ამ უთავბოლო სამყაროში, სადაც თავად ვერ ვხდებით რა ფუნქცია გვაკისრია, ხელის ცეცებით დავდივართ და ხშირად, როცა პრობლემების წინაშე ვდგებით, ვერ ვხდებით სად არის გამოსავალი. ხშირად სამყარო მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში გვეჩვენება, არადა, ის ისეთი ფერადია ყველა ჩვენგანისთვის, იმდენ მინიშნებებს გვაძლევს, რომ ბედნიერად და სიხარულით სავსეებმა ვიცხოვროთ, უბრალოდ, უნდა დავაკვირდეთ მის ენას და მოვუსმინოთ მის მინიშნებებს. ალბათ ხშირად გაგიგიათ სუფრაზე მარილის დაყრა ჩხუბს ნიშნავს, თუმცა ისიც გაგიგიათ, რომ თუ მარილს
წყალს მაშინვე დაასხამთ კონფლიტს თავიდან აირიდებთ. ანდა ახალდაქორწინებულები პირველად რომ სახლში შემოდიან
აუცილებლად ტკბილი უნდა მიართვა და ა.შ. მე კი ამასწინათ გავიგე, რომ თუკი ქმრის პერანგს დედამთილი აუთოვებს, ცოლ-ქმარს შორის მუდამ უთანხმოება იქნება. მართლაც, ჩემი მეგობრის დედამთილი თავად აუთოვებდა შვილის პერანგს და მუდმივად უთანხმოება ჰქონდათ ცოლ-ქმარს. რაც ახალგაზრდა ოჯახი ცალკე გადავიდა და დედამთილიც აღარ აუთოვებდა შვილის პერანგებს, ახალგაზრდებს შორის უთანხმოებებიც შეწყდა. ასე, რომ გთავაზობთ მინიშნებებს, რომელსაც სამყარო ხელისგულზე გვიდებს და რომლის დაცვის შემთხვევაშიც მშვიდი ცხოვრება გექნებათ. მოუსმინეთ სამყაროს - ის, თქვენ გელაპარაკებათ... მოუსმინეთ და ყურადღება მიაქციეთ მინიშნებს... გამოცადეთ ეს მინიშნებები საკუთარ თავზე და დარწმუნდებით, რომ სამყარო გელაპარაკებათ.
მაშ, ასე, მინიშნებები, რომლებიც დაგეხმარებიან მშვიდად
და პრობლემების გარეშე იცხოვროთ:
978-9941-9788-5-2
59
ქართული
მისტიკა
2022

მარტოხელა ავტორის ფსევდომინია
იპოვეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე