
ავტორი: მარტო ხე ლა
გამომცემლობა: ჩემი გამომცემლობა
„კატა, რომელიც ქალს უსმენდა“ საოცრად სენსიტიურ და ჰუმანურ ისტორიაზე გვიყვება, რომელიც ნამდვილად იმსახურებს თანამედროვე მკითხველის ყურადღებას. მთავარი პერსონაჟი ქალია, რომელიც დეპრესიისა და შინაგანი მოუსვენრობისგან იტანჯება. ის ვერც კი ხვდება, რომ მისი კატა, რომელსაც ყოველ დღე აჭმევს, მის ყველა საქციელს გულდასმით აკვირდება. იგი ადამიანთა ემოციების სიმბოლოა და ჩვენი საქციელის სხვისი თვალით დანახვას გვასწავლის. აქ მთავარი კატა კი არა, იმ ქალის
გულისტკივილია, რომელმაც ცხოვრებაში უამრავი რამ დაკარგა. ის ცდილობს, რომ ცხოვრებას ფეხი აუწყოს და უამრავი მარცხისა და გულისტკივილის მიუხედავად, ფეხზე წამოდგომა შეძლოს, თანაც როგორ? მყარად! ზოგჯერ ის ამ სიმყარეს „მისი წილი ცით“, ალუბლის ხეზე შემომსხდარი ჩიტებითა და მილას მოფერებით ივსებს, ზოგჯერ კიყველაფერს თავის ოთახში გამოკეტვით გაურბის. გააჩნია, გული რამდენად ნატკენი აქვს. ავტორის ენასა და დინამიკას უდიდესი ფასი აქვს. ეს წიგნი არ არის მხოლოდ ამბავი, ის მრავალგზის ღრმა ფიქრებისა და გულშიჩამწვდომი გრძნობების სინთეზია. სასიამოვნოა, როცა ავტორს სათქმელი შენთან იმდენად ახლოს მოაქვს, რომ გგონია შენც იმ ზღაპრის უჩინარი ნაწილი ხარ. მკვეთრად წარმოიდგენ იმ სახლში არსებული აურის თითოეულ დეტალს, ფანჯრიდან დანახულ ალუბლის ხეს, ღრუბლებს და ჩიტებს, რომელთაც ფრენა არ ავიწყდებათ. ხედავ მთავარი პერსონაჟის გრძელ ქერა და ხვეულ თმას, მილას კუდაბზიკობასაც კი. გეუფლება შეგრძნება, რომ თითქოს დილით, როცა თვალს გაახელ ნაცნობი ხმა შენც ჩვეულებისამებრ ჩაგესმება: „მილა, მილა ჩემო გოგო, მოდი გაჭამო“ და მიხვდები რომ ამ ისტორიას შენზე იმაზე დიდი გავლენა მოუხდენია, ვიდრე ოდესმე წარმოგედგინა. კატის თვალით დანახული სამყაროს გადმოცემა ნამდვილად ხელოვნებაა, რომელიც ნათლად აჩვენებს სიყვარულსა და მეგობრობაზე
დამოკიდებულებას. მთავარი კი ისაა რომ ქალმა, რომელმაც უამრავი რამ გამოიარა, ცხოვრების ქარცეცხლში გაეხვია და ბევრ
ადამიანთანაც გადაიკვეთა, ბოლოს კატა დაიმარტოვა. კატა, რომელიც უსმენდა... თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია წიგნები,
რომლებიც ადამიანთა შინაგან სამყაროსთან ახლოს არიან, გეხმარებიან საკუთარი თავის ამოცნობასა თუ სიმშვიდის მოპოვებაში - მაშინ ეს ნაწარმოები ნამდვილად თქვენთვისაა. მისი თბილი, მძაფრი და მგრძნობიარე ატმოსფერო გაიძულებს ეს წიგნი ერთი ამოსუნთქვით წაიკითხო!
978-9941-9674-9-8
263
ქართული
პროზა
2022

მარტოხელა ავტორის ფსევდომინია
იპოვეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე