
ავტორი: ოლიკო ცისკარიშვილი
გამომცემლობა: ჩემი გამომცემლობა
რა თქმა უნდა, თქვენ ხართ ის, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც გჭერიათ ფოტოაპარატი და კარგი კადრის გადაღება გიცდიათ. თქვენ ხართ ის, ვისთვისაც ფოტოგრაფია ჰობია, მის გარეშე თქვენი ყოფა გაცილებით მოსაწყენი იქნებოდა.
თქვენ ხართ პროფესიონალი ფოტოგრაფი, ფოტორეპორტიორი, ფოტოდოკუმენტალისტი, რომლისთვისაც ღირებული კადრის მოპოვება სიცოცხლის საპირწონეც შეიძლება იყოს. ამ სამი კატეგორიიდან, რომელიმე აუცილებლად იქნებით და მაშინ
ეს წიგნი თქვენთვისაა. განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც სურს, რაც შეიძლება მეტი იცოდეს არა მხოლოდ ფოტოგრაფიის ისტორიის შესახებ, არამედ იმ დაწერილ თუ ნაგულისხმევ კანონებზე, რომელთა შესისხლხორცება კამერიანი პიროვნებისთვის ბუნებრივი პროცესია; მით უფრო მაშინ, თუ ვიღებთ ადამიანებს და იმ გარემოს, სადაც ისინი ცხოვრობენ, სწავლობენ, აცხადებენ პროტესტს, ისვენებენ, იძლევიან ინტერვიუს, იბრძვიან არსებობისთვის, რგავენ ხეებს, აჩენენ ბავშვებს და სხვა.
დოკუმენტური ფოტოგრაფია არა მხოლოდ კადრის მონადირების აზარტი და შიშველი რეალობის ზედაპირზე ამოტივტივებაა, არამედ პასუხისმგებლობა იმ საზოგადოების წინაშე, რომლისთვისაც ფოტოამბის მთხრობელი და თანამედროვე ჟამთააღმწერი ხდებით. ამ შესანიშნავ, გასაგები ენით დაწერილ წიგნში, იმასაც ეზიარებით, თუ რა არის ფოტოაპარატი და რა ტექნიკური ჯადოქრობის დამსახურებით ვიღებთ სურათებს, გაეცნობით ფოტოგრაფიის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს, ფოტოთხრობასთან დაკავშირებულ სასარგებლო რჩევებს, ღია და ფარული გადაღების ხერხებს; გაიგებთ,
სად და რატომ ეზღუდებათ ფოტოგრაფებს მუშაობა, რა არის საავტორო უფლებები, როგორ იღებენ საარჩევნო კამპანიებს და სხვა უამრავ, თქვენთვის გამოსადეგ რამეს. სწორედ ამით არის ეს წიგნი საინტერესო - მისი ნარატივი „ამერიკული
მთების“ პრინციპითაა აწყობილი - ფოტოდოკუმენტალისტიკის სამყაროში მოგზაურობით და „სამოგზაურო“ განმარტებებით, პრაქტიკული რჩევებით ფოტოჟურნალისტებისთვის და დოკუმენტალისტიკის „წამებულთათვის“, ვისაც უშუალო კავშირი აქვს ვიზუალურ კომუნიკაციებთან, საზოგადოების მოლოდინებთან და მაშასადამე, ცოცხალ ემოციებთან, რომელთა გამოღვიძებაც, ვაღიაროთ, ამ საუკუნეში საკმაოდ რთულია. ოლიკო ცისკარიშვილი თავადაა ჟურნალისტი და ფოტოგრაფი, არაერთი საჭირო გამოცემის ავტორი, მათ შორის ფოტოგრაფიის თემაზე. შეგიძლიათ ენდოთ. მთავარი ემოციაც ხომ, რომელსაც ფოტოდოკუმენტალისტიკა იწვევს, ნდობაა.
978-9941-9969-3-1
244
ქართული
სამეცნიერო
2025

ოლღა (ოლიკო)ცისკარიშვილი-სოსელია სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, დაიბადა 28.12.1971 წელს, თბილისში. არის მრავალი (40-მდე) საერთაშორისო და ადგილობრივი კონკურსის გამარჯვებული ჟურნალისტიკაში.
ასწავლიდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში, ამჟამად არის ალტერბრიჯის საერთაშორისო უნივერსიტეტი ასოცირებული პროფესორი და მიწვეული ლექტორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
არის ფოტოგრაფი და მისი ფოტოები გამოფენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჯგუფურ გამოფენებზე. არის რამდენიმე კონკურსის გამარჯვებული, როგორც საზღვარგარეთ ასევე საქართელოში.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა სხვადასხვა მედია საშუალებებში, მათ შორის წამყვან თანამდებობებზე. (ფაქტი აზრი კომენტარი, მთავარი გააზეთი, ჯჩნ, ეპნ. და სხვ.)
წიგნები:
1999 წ. „ნაწვიმარი სტრიქონების გზა“;
2005 წ. ავტორი პუბლიცისტური კრებულის „დაიღალა ჩემი ქალაქი“
2008 წ. ავტორი დოკუმენტური რომანის „დასავლეთ ევროპის ელდორადო, ანუ როცა მზე ვერ ათბობს ქვეყანას“;
2011 წ. ავტორი „ფოტოჟურნალისტიკის საწყისები“;
2014 წ. გამომცემლობა კლიო - „საქართველოს 100 კურორტი" (ფოტოების ავტორი);
2014 წ. ავტორი „მედიაში სოციალური საკითხების გაშუქების ელემენტები.“
2016 წ. ავტორი „ჟურნალისტიკის შესავალი“;
2017 წ. „საქართველოს ასი ბუნების საოცრება“-ში შესულია ფოტოები. გამომცემლობა „კლიო“.
2017 წ. ავტორი „ჟურნალისტის გზამკვლევი სოციალური საკითხების გაშუქებისას“. გამომცემლობა „საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“;
2018 წ. მთარგმნელი ოშო რაჯნიშის „ცარიელი ნავი“. „საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“.
2018 წ. საქართველოს ბუნებისა და მატერიალური კულტურის 100 ძეგლი. გამომცემლობა „კლიო“. წიგნში შესულია ჩემი ფოტოები.
2019 წ. ავტორი - ჟურნალისტიკის შესავალი (გადამუშავებული მეორე გამოცემა)„საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“;
2019 წ. ავტორი „ჟურნალისტის გზამკვლევი სოციალური საკითხების გაშუქებისას“. (გადამუშავებული მეორე გამოცემა); გამომცემლობა „საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“;
2019 წ. ავტორი პოეტური კრებული „კესანები მარტოობის ქალაქში“; გამომცემლობა „საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“.
2020 წ. მთარგმნელი ოშო რაჯნიშის „სიცოცხლე და სიკვდილი“ ; გამომცემლობა „საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“;
2020 წ. ავტორი „თანამედროვე სოციალური პროცესები და ქართული მედია“. გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“’
2020 წ. ავტორი ფოტოჟურნალისტიკა; გამომცემლობა „საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“.
2021 წ. მთარგმნელი ოშო რაჯნიშის „შეშლილის ჩანაწერები“. გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა.“
2021 წ. მთარგმნელი ოშო რაჯნიშის „ბუდა: გულის სიცარიელე“. გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა.“
2021 წ. ავტორი ლექსების კრებული „მზეს ველოდები“; გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“;
2021 წ. მთარგმნელი ოშო რაჯნიშის „ზარატუსტრა: გზა აღმასვლისკენ“; გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2021 წ. ავტორ-შემდგენელი „სოციალური მედია და მარკეტინგი“. გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2021 წ. მთარგმნელი ოშო რაჯნიშის „ზარატუსტრა: მოცეკვავე ღმერთი.“ გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2022 წ. მთარგმნელი ოშო რაჯნიშის „ზარატუსტრა: მოცინარი წინასწარმეტყველი“. გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2022 წ. კრებული „ჩემო უკრაინა“ შესულია მისი სამი ლექსი, რომელიც მოგვიანებით უკრაინულ ენაზე გამოიცა.
2022 წ. ავტორი - ჟურნალისტიკის შესავალი (მეორე გამოცემა) გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2022 წ. ავტორი - ლექსების კრებული „მთებში მივალ, რომ გავექცე ქალაქს“ გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2023 წ. ავტორი - სოციალური პრობლემების გაშუქების მეგზური. გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2023 წ. მთარგმნელი - ოშო ღმერთი, რომელიც არასდროს ყოფილა. გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2023 წ. კრებული „ის აქ არის“ თუთა 23.
2023 წელი. მთარგმნელი - ოშო „საიდუმლოთა წიგნი 1“ გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2024 წელი, მთარგმნელი - ოშო „საიდუმლოთა წიგნი 2“ გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2024 წელი, მთარგმნელი - ოშო „საიდუმლოთა წიგნი 3“ გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2025 წელი - პოეტური კრებული „ვიდრე ვარ ხარ“ გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2025 წელი - მთარგმნელი ოშო გურჯიევზე, გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2025 წელი - მთარგმნელი ოშო ამბები მოლა ნასრედინზე, გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2025 წელი - ავტორი „პროფესია ფოტოგრაფი გადაღების ტექნიკა და მეთოდები“, გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2026 წელი - მთარგმნელი „თავად გახდი სიყვარული“, გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
ასევე მუშაობდა სხვადასხვა წიგნების გამოცემებზე რედაქტორად (37 წიგნი)
ასევე არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. (13 ნაშრომი)
ჩატარებული აქვს ტრენინგები და იყო რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი
იპოვეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე