
ავტორი: ოლიკო ცისკარიშვილი
გამომცემლობა: ჩემი გამომცემლობა
წიგნი „ვიდრე ვარ ხარ" ოლიკო ცისკარიშვილის ლექსების მეოთხე კრებულია, რომელიც მის ბოლოდროინდელ შემოქმედებას აერთიანებს. მის პოეზიაში მხატვრული ოსტატობით არის გადმოცემული ყოფიერებითი სევდა და გამოხატულია სხვადასხვა ადამიანური ცნებები სიყვარულთან, სიცოცხლესთან და სიკვდილთან დაკავშირებით. პოეტი თავისი სათქმელის გადმოცემას ალეგორიების მეშვეობით ცდილობს და ხშირად გარდაქმნის განცდებს ბუნებრივ მოვლენებად, როგორებიცაა: ქარი, წვიმა, გაზაფხული და ზამთარი, თუმცა ეს ყველაფერი შეფარვით გამოხატავს ადამიანურ გრძნობებს და მის სიტყვასაც მიხვედრილი და დაკვირვეული გამგონი უნდა, რათა სწორად ჩაწვდეს პოეტის ფიქრებს და იქ, სადღაც, საკუთარი თავიც აღმოაჩინოს,
რადგან შეუძლებელია ლექსის მკითხველს თავადაც ოდნავ მაინც არ სტკიოდეს ის სატკივარი, რის გამოც მისი პოეზია
ფიქრობს და გადმოსცემს, აქ მთავარია, ჩაწვდე და დაინახო, დანარჩენს გული თავისით იზამს. ოლიკო თავის თავს წვიმის პოეტს უწოდებს და არ შეიძლება არ დაეთანხმო, რადგან მის ლექსებში ყველაზე ხშირად წააწყდებით ბუნების ამ მშვენიერ მოვლენას, მაგრამ ესეც მეტაფორაა და წვიმის წვეთებში ადამიანური ცრემლები ამოიცნობა, რომლითაც სამყარო თავისი ბუნების ძალით მოსთქვამს. შეუძლებელია, გაეცნო ოლიკოს პოეზიას და მან შენზე გავლენა არ მოახდინოს, შენში არ დარჩეს მისი რაღაც ნაწილი, ამ კრებულის სახელიც ხომ სწორედ ამას მიუთითებს, რომ ჩვენ ერთმანეთით ვარსებობთ, ვიდრე თანავუგრძნობთ და გვესმის სიტყვა - „ვარ ხარ."
978-9941-9922-1-6
179
ქართული
პოეზია
2025

ოლღა (ოლიკო)ცისკარიშვილი-სოსელია სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, დაიბადა 28.12.1971 წელს, თბილისში. არის მრავალი (40-მდე) საერთაშორისო და ადგილობრივი კონკურსის გამარჯვებული ჟურნალისტიკაში.
ასწავლიდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში, ამჟამად არის ალტერბრიჯის საერთაშორისო უნივერსიტეტი ასოცირებული პროფესორი და მიწვეული ლექტორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
არის ფოტოგრაფი და მისი ფოტოები გამოფენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჯგუფურ გამოფენებზე. არის რამდენიმე კონკურსის გამარჯვებული, როგორც საზღვარგარეთ ასევე საქართელოში.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა სხვადასხვა მედია საშუალებებში, მათ შორის წამყვან თანამდებობებზე. (ფაქტი აზრი კომენტარი, მთავარი გააზეთი, ჯჩნ, ეპნ. და სხვ.)
წიგნები:
1999 წ. „ნაწვიმარი სტრიქონების გზა“;
2005 წ. ავტორი პუბლიცისტური კრებულის „დაიღალა ჩემი ქალაქი“
2008 წ. ავტორი დოკუმენტური რომანის „დასავლეთ ევროპის ელდორადო, ანუ როცა მზე ვერ ათბობს ქვეყანას“;
2011 წ. ავტორი „ფოტოჟურნალისტიკის საწყისები“;
2014 წ. გამომცემლობა კლიო - „საქართველოს 100 კურორტი" (ფოტოების ავტორი);
2014 წ. ავტორი „მედიაში სოციალური საკითხების გაშუქების ელემენტები.“
2016 წ. ავტორი „ჟურნალისტიკის შესავალი“;
2017 წ. „საქართველოს ასი ბუნების საოცრება“-ში შესულია ფოტოები. გამომცემლობა „კლიო“.
2017 წ. ავტორი „ჟურნალისტის გზამკვლევი სოციალური საკითხების გაშუქებისას“. გამომცემლობა „საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“;
2018 წ. მთარგმნელი ოშო რაჯნიშის „ცარიელი ნავი“. „საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“.
2018 წ. საქართველოს ბუნებისა და მატერიალური კულტურის 100 ძეგლი. გამომცემლობა „კლიო“. წიგნში შესულია ჩემი ფოტოები.
2019 წ. ავტორი - ჟურნალისტიკის შესავალი (გადამუშავებული მეორე გამოცემა)„საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“;
2019 წ. ავტორი „ჟურნალისტის გზამკვლევი სოციალური საკითხების გაშუქებისას“. (გადამუშავებული მეორე გამოცემა); გამომცემლობა „საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“;
2019 წ. ავტორი პოეტური კრებული „კესანები მარტოობის ქალაქში“; გამომცემლობა „საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“.
2020 წ. მთარგმნელი ოშო რაჯნიშის „სიცოცხლე და სიკვდილი“ ; გამომცემლობა „საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“;
2020 წ. ავტორი „თანამედროვე სოციალური პროცესები და ქართული მედია“. გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“’
2020 წ. ავტორი ფოტოჟურნალისტიკა; გამომცემლობა „საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“.
2021 წ. მთარგმნელი ოშო რაჯნიშის „შეშლილის ჩანაწერები“. გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა.“
2021 წ. მთარგმნელი ოშო რაჯნიშის „ბუდა: გულის სიცარიელე“. გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა.“
2021 წ. ავტორი ლექსების კრებული „მზეს ველოდები“; გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“;
2021 წ. მთარგმნელი ოშო რაჯნიშის „ზარატუსტრა: გზა აღმასვლისკენ“; გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2021 წ. ავტორ-შემდგენელი „სოციალური მედია და მარკეტინგი“. გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2021 წ. მთარგმნელი ოშო რაჯნიშის „ზარატუსტრა: მოცეკვავე ღმერთი.“ გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2022 წ. მთარგმნელი ოშო რაჯნიშის „ზარატუსტრა: მოცინარი წინასწარმეტყველი“. გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2022 წ. კრებული „ჩემო უკრაინა“ შესულია მისი სამი ლექსი, რომელიც მოგვიანებით უკრაინულ ენაზე გამოიცა.
2022 წ. ავტორი - ჟურნალისტიკის შესავალი (მეორე გამოცემა) გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2022 წ. ავტორი - ლექსების კრებული „მთებში მივალ, რომ გავექცე ქალაქს“ გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2023 წ. ავტორი - სოციალური პრობლემების გაშუქების მეგზური. გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2023 წ. მთარგმნელი - ოშო ღმერთი, რომელიც არასდროს ყოფილა. გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2023 წ. კრებული „ის აქ არის“ თუთა 23.
2023 წელი. მთარგმნელი - ოშო „საიდუმლოთა წიგნი 1“ გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2024 წელი, მთარგმნელი - ოშო „საიდუმლოთა წიგნი 2“ გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2024 წელი, მთარგმნელი - ოშო „საიდუმლოთა წიგნი 3“ გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2025 წელი - პოეტური კრებული „ვიდრე ვარ ხარ“ გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2025 წელი - მთარგმნელი ოშო გურჯიევზე, გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2025 წელი - მთარგმნელი ოშო ამბები მოლა ნასრედინზე, გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2025 წელი - ავტორი „პროფესია ფოტოგრაფი გადაღების ტექნიკა და მეთოდები“, გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2026 წელი - მთარგმნელი „თავად გახდი სიყვარული“, გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
ასევე მუშაობდა სხვადასხვა წიგნების გამოცემებზე რედაქტორად (37 წიგნი)
ასევე არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. (13 ნაშრომი)
ჩატარებული აქვს ტრენინგები და იყო რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი
იპოვეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე