
ავტორი: ოლიკო ცისკარიშვილი
გამომცემლობა: ჩემი გამომცემლობა
ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა ყოველივე ნანახი და მოსმენილი დაიმახსოვროს, აღბეჭდოს და გადასცეს მეორე ადამიანს. ეს თვისება შორეულ წარსულში იღებს სათავეს. არსებობისათვის ბრძოლაში, ადამიანმა აზრის გადაცემის ბევრი საშუალება გამოიმუშავა, რომელთა შორის, დამწერლობას პირველი ადგილი ეკუთვნის. მრავალმა საუკუნემ განვლო, ვიდრე ადამიანის აზრის გადაცემის სისტემა ამას მიაღწევდა – ეს იყო ურთულესი გზა ანბანის შექმნიდან, ბეჭდვის, კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოგონებმდე. მასმედია, თანამედროვე მსოფლიოს განვითარებაში, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. მედია ქმნის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ კლიმატს, აბალანსებს საზოგადოებას და ა.შ. ჟურნალისტებს აქვთ განსაკუთრებული ინტერესი, წვლილი შეიტანონ, ისეთი მსოფლიოს მშენებლობაში, სადაც არ იქნება სიძულვილი, შიმშილი, ომი... მასმედია მოიცავს, როგორც პრესას (ჟურნალ-გაზეთებს), რადიოს, ტელევიზიას, ასევე ინტერნეტმედიას. მედია, საუკუნეების განმავლობაში, ემსახურებოდა საზოგადოებას და მისი როლი უმნიშნელოვანესია საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში.
„ჟურნალისტიკის შესავალი" – არ არის მხოლოდ სასწავლო სახელმძღანელო, ის ამ პროფესიით დაინტერესებულ ადამიანებს მოგცემთ სრულყოფილ ინფორმაციას, როგორ შექმნა კაცობრიობამ პროფესია, რომლის გარეშეც თანამედროვეობა, უბრალოდ, წარმოუდგენელია. წიგნში თავს იყრის მასმედია, მთელი თავისი დიდებულებით. ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების, რადიო თუ სატელევიზიო ჟურნალიზმის დასაბამიდან დღემდე განვლილი გზა, ადვილი მოსათხრობი არაა, თუმცა, წიგნის ავტორი, ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს, ისეთი სიფაქიზით და სი პედანტით აკეთებს, რომ სტუდენტებს და უბრალოდ,
ჟურნალისტიკის ევოლუციით დაინტერესებულ პირებს, ამ პროფესიის მიმართ ინტერესს პირველივე გვერდიდან უღვივებს.
წიგნის უმთავრეს მიზანს, ჟურნალისტიკის როლის განსაზღვრა, მისი შემოქმედებითი ფუნქციისა და რეალური პრაქტიკის ჩვენება წარმოადგენს. წიგნის ავტორი, მოცემულ სახელმძღვანელოში ეყრდნობა, როგორც ჟურნალისტიკის სფეროში პრაქტიკული მოღვაწეობის მეცნიერულ გამოცდილებას, ისე, დასავლური ჟურნალისტიკისმცოდნეობითი კვლევის კლასიკურ
ტრადიციებს. ავტორი მკითხველს ზედმიწევნით ზუსტად უხსნის მედიის ფუნქციონალური სფეროების ურთიერთკავშირს, აღწერს და განიხილავს მათ. „ჟურნალისტიკის შესავლის“ ამ გამოცემით, სტუდენტები გაეცნობიან, როგორც ჟურნალისტის პროფესიის საფუძვლებს და ჟურნალისტიკისმცოდნეობის ძირითად ცნებებს, ისე ჟურნალისტური აზროვნების სპეციფიკას, რაც პროფესიული ცოდნის ათვისების საფუძველი და წინაპირობაა. ასე, რომ წინ გაქვთ საინტერესო საკითხავი, იმაზე, რასაც, დღეს „მეოთხე ხელისუფლებას" ეძახიან და რომელიც, საკუთარი ბიოგრაფიის რთულ, ხანგრძლივ და პერი პეტიებით დატვირულ გზას, თავს, ყველა ეტაპზე წარმატებით ართმევდა.
978-9941-9788-6-9
143
ქართული
სამეცნიერო
2022

ოლღა (ოლიკო)ცისკარიშვილი-სოსელია სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, დაიბადა 28.12.1971 წელს, თბილისში. არის მრავალი (40-მდე) საერთაშორისო და ადგილობრივი კონკურსის გამარჯვებული ჟურნალისტიკაში.
ასწავლიდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში, ამჟამად არის ალტერბრიჯის საერთაშორისო უნივერსიტეტი ასოცირებული პროფესორი და მიწვეული ლექტორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
არის ფოტოგრაფი და მისი ფოტოები გამოფენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჯგუფურ გამოფენებზე. არის რამდენიმე კონკურსის გამარჯვებული, როგორც საზღვარგარეთ ასევე საქართელოში.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა სხვადასხვა მედია საშუალებებში, მათ შორის წამყვან თანამდებობებზე. (ფაქტი აზრი კომენტარი, მთავარი გააზეთი, ჯჩნ, ეპნ. და სხვ.)
წიგნები:
1999 წ. „ნაწვიმარი სტრიქონების გზა“;
2005 წ. ავტორი პუბლიცისტური კრებულის „დაიღალა ჩემი ქალაქი“
2008 წ. ავტორი დოკუმენტური რომანის „დასავლეთ ევროპის ელდორადო, ანუ როცა მზე ვერ ათბობს ქვეყანას“;
2011 წ. ავტორი „ფოტოჟურნალისტიკის საწყისები“;
2014 წ. გამომცემლობა კლიო - „საქართველოს 100 კურორტი" (ფოტოების ავტორი);
2014 წ. ავტორი „მედიაში სოციალური საკითხების გაშუქების ელემენტები.“
2016 წ. ავტორი „ჟურნალისტიკის შესავალი“;
2017 წ. „საქართველოს ასი ბუნების საოცრება“-ში შესულია ფოტოები. გამომცემლობა „კლიო“.
2017 წ. ავტორი „ჟურნალისტის გზამკვლევი სოციალური საკითხების გაშუქებისას“. გამომცემლობა „საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“;
2018 წ. მთარგმნელი ოშო რაჯნიშის „ცარიელი ნავი“. „საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“.
2018 წ. საქართველოს ბუნებისა და მატერიალური კულტურის 100 ძეგლი. გამომცემლობა „კლიო“. წიგნში შესულია ჩემი ფოტოები.
2019 წ. ავტორი - ჟურნალისტიკის შესავალი (გადამუშავებული მეორე გამოცემა)„საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“;
2019 წ. ავტორი „ჟურნალისტის გზამკვლევი სოციალური საკითხების გაშუქებისას“. (გადამუშავებული მეორე გამოცემა); გამომცემლობა „საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“;
2019 წ. ავტორი პოეტური კრებული „კესანები მარტოობის ქალაქში“; გამომცემლობა „საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“.
2020 წ. მთარგმნელი ოშო რაჯნიშის „სიცოცხლე და სიკვდილი“ ; გამომცემლობა „საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“;
2020 წ. ავტორი „თანამედროვე სოციალური პროცესები და ქართული მედია“. გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“’
2020 წ. ავტორი ფოტოჟურნალისტიკა; გამომცემლობა „საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“.
2021 წ. მთარგმნელი ოშო რაჯნიშის „შეშლილის ჩანაწერები“. გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა.“
2021 წ. მთარგმნელი ოშო რაჯნიშის „ბუდა: გულის სიცარიელე“. გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა.“
2021 წ. ავტორი ლექსების კრებული „მზეს ველოდები“; გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“;
2021 წ. მთარგმნელი ოშო რაჯნიშის „ზარატუსტრა: გზა აღმასვლისკენ“; გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2021 წ. ავტორ-შემდგენელი „სოციალური მედია და მარკეტინგი“. გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2021 წ. მთარგმნელი ოშო რაჯნიშის „ზარატუსტრა: მოცეკვავე ღმერთი.“ გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2022 წ. მთარგმნელი ოშო რაჯნიშის „ზარატუსტრა: მოცინარი წინასწარმეტყველი“. გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2022 წ. კრებული „ჩემო უკრაინა“ შესულია მისი სამი ლექსი, რომელიც მოგვიანებით უკრაინულ ენაზე გამოიცა.
2022 წ. ავტორი - ჟურნალისტიკის შესავალი (მეორე გამოცემა) გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2022 წ. ავტორი - ლექსების კრებული „მთებში მივალ, რომ გავექცე ქალაქს“ გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2023 წ. ავტორი - სოციალური პრობლემების გაშუქების მეგზური. გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2023 წ. მთარგმნელი - ოშო ღმერთი, რომელიც არასდროს ყოფილა. გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2023 წ. კრებული „ის აქ არის“ თუთა 23.
2023 წელი. მთარგმნელი - ოშო „საიდუმლოთა წიგნი 1“ გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2024 წელი, მთარგმნელი - ოშო „საიდუმლოთა წიგნი 2“ გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2024 წელი, მთარგმნელი - ოშო „საიდუმლოთა წიგნი 3“ გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2025 წელი - პოეტური კრებული „ვიდრე ვარ ხარ“ გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2025 წელი - მთარგმნელი ოშო გურჯიევზე, გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2025 წელი - მთარგმნელი ოშო ამბები მოლა ნასრედინზე, გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2025 წელი - ავტორი „პროფესია ფოტოგრაფი გადაღების ტექნიკა და მეთოდები“, გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
2026 წელი - მთარგმნელი „თავად გახდი სიყვარული“, გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობა“.
ასევე მუშაობდა სხვადასხვა წიგნების გამოცემებზე რედაქტორად (37 წიგნი)
ასევე არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. (13 ნაშრომი)
ჩატარებული აქვს ტრენინგები და იყო რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი
იპოვეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე