
ავტორი: ნონა ახალაშვილი
გამომცემლობა: ჩემი გამომცემლობა
თანამედროვე სტუდენტთა უმრავლესობას აქვს სხვადასხვა ორგანიზაციაში სამუშაო გამოცდილება (დროებითის მაინც). დამწყებ მომუშავე სტუდენტსაც უკვე კარგად ესმის, რომ ადამიანთა ყოველნაირი საქციელი - საკუთარი, მათი ხელმძღვანელისა თუ კოლეგების - ყოველთვის არ წარმოადგენს აბსოლუტურად რაციონალურს. გამომდინარე აქედან, აუცილებელია ისეთ შეკითხვებზე დაფიქრება, როგორიცაა: რატომ იქცევიან ადამიანები ისე, როგორც იქცევიან? შეიძლება თუ არა ინდივიდებმა, ჯგუფებმა ან ორგანიზაციებმა იმუშაონ უფრო ეფექტიანად მუდმივი კორპორაციული ცვლილებების,
რესტრუქტურიზაციის, კომპანიების ზომების შემცირებისა და განვითარებული გლობალური კონკურენციის პირობებში?
რა უნდა გააკეთონ მენეჯერებმა იმისათვის, რომ თანამშრომლებს შეუქმნან შრომის ნაყოფიერების ამაღლების მოტივაცია? როგორი თეორიული მიღწევები, კვლევის შედეგები სხვა მენეჯერთა გამოცდილება შეიძლება იქნეს გამოყენებული მმართველობითი კვალიფიკაციის ასამაღლებლად? სწორედ ამ და სხვა კითხვებზე პასუხების გაცემას შევეცადეთ წინამდებარე სახელმძღვანელოში. ორგანიზაციული ქცევის თეორია მუდმივად ვითარდება და დიდი ხანია გასცდა სამუშაო სიტუაციებისადმი ქცევითი მეცნიერების გამოყენების საზღვრებს. ამჟამად შრომითი კმაყოფილება, მენეჯერი, მენეჯმენტი, ლიდერობა, სტრესის მართვა, შრომითი განწყობა და მოტივაცია, კონფლიქტები ორგანიზაციაში და სხვ. წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პრობლემატიკასა და უკავშირდება შრომის პროცესში ადამიანის ქცევას, ასევე ინოვაციურ ორგანიზაციაში არსებულ განსხვავებულ სიტუაციას.
978-9941-9969-2-4
420
ქართული
სამეცნიერო
2025

ნონა ახალაშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი, ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ახალი უმაღლესი სასწავლებლის/ნიუუნის პროფესორი, თბილისის თავისუფალი აკადემიის პროფესორი, ფსიქოლოგიური ლაბორატორია №1 და კრიმინალური ფსიქოლოგიის სააგენტოს დამფუძნებელი დირექტორი, ოცდაათწლიანი სამეცნიერო - პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილებით. იგი არის 8 სასწავლო სახელმძღვანელოსა და 30-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომელთაგან სტუდენტებსა და ფსიქოლოგიით დაინტერესებულ პირებს შორის განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს: „ფსიქოლოგიის ისტორიის ნარკვევები“ (2023), „შესავალი იურიდიულ ფსიქოლოგიაში“ (2020), „სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები“ (2022). „ფსიქოლოგიის შესავალი“ (2024). შექმნილი აქვს ფსიქოლოგიის რამდენიმე საგანმანათლებლო - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა, რომლებიც წარმატებით ხორციელდება საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, არის სერტიფიცირებული ტრენერი. ნონა ახალაშვილი დღემდე აქტიურად ჩართულია ბაკალავრებთან და მაგისტრანტებთან ერთობლივ სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში.
იპოვეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე