
ავტორი: ნონა ახალაშვილი
გამომცემლობა: ჩემი გამომცემლობა
ფსიქოლოგიის ისტორიის ცოდნა აუცილებელია თანამედროვე ფსიქოლოგიის თეორიისა და მიმართულების, განვითარების გზებისა თუ ტენდენციების გასაგებად. ფსიქოლოგიის ისტორია კომპლექსური დისცი პლინაა, რომელიც ფსიქოლოგიის სხვადასხვა სფეროს ცოდნასა და პრობლემებს აერთიანებს. მისი შინაარსი ზოგადი, ასაკობრივი, კულტურული, სამედიცინო,
პედაგოგიური, სოციალური და ა.შ. ფსიქოლოგიიდან მიღებულ ცოდნას ეფუძნება. ფსიქოლოგიის ისტორია საშუალებას გვაძლევს აურაცხელ და განსხვავებულ ინფორმაციას მივანიჭოთ სისტემურობა, გავიგოთ ფსიქოლოგიის ჩამოყალიბების ლოგიკა, მისი საგნის შეცვლის მიზეზები, წამყვანი პრობლემატიკა და სხვა. წინამდებარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ფსიქოლოგიის ისტორიის კურსის უდიდესი მნიშვნელობა ისაა, რომ ამ საგნის შინაარსი არსებითად გვევლინება იმ კულტურის საფუძვლად, რომელსაც აუცილებლად უნდა ფლობდეს ნებისმიერ სფეროში მომუშავე ფსიქოლოგი. სახელმძღვანელოს წაკითხვის შედეგად მკითხველი განსხვავებულად გაიაზრებს „პროგრესის“ ცნებას. პროგრესის გაგება იმ აზრით, რომ ახალი ცოდნა ხარისხობრივად უკეთესია ძველზე, შესაძლოა ტექნიკურ და არა სოციალურ მეცნიერებებში. მართლაც, დღეს კაცობრიობამ ზედმეტად ბევრი იცის ატომის, ადამიანის ნერვული სისტემის და ა.შ. შესახებ, მაგრამ ძველბერძენ და რომაელ
ფილოსოფოსთა და ფსიქოლოგთა ღვაწლი თანამედროვე მეცნიერების მიერ შექმნილ შრომებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესოა. აქედან გამომდინარე, სახელმძღვანელოს სტრუქტურაც ამ პრინცი პითაა აგებული. ფსიქოლოგიის ისტორია მკითხველს არამხოლოდ ფაქტებს აცნობს, არამედ აზროვნებასაც ასწავლის, უვითარებს ცალკეული ფსიქოლოგიური მოვლენისა თუ კონცეფციის გაგებისა და ადეკვატურად შეფასების უნარებს. ფსიქიკისადმი სხვადასხვა მიდგომის ანალიზი მკითხველს ეხმარება განსხვავებული ფსიქოლოგიური თეორიებისადმი არადოგმატური და არაიდეალიზებული შეხედულებების ჩამოყალიბებაში, ასწავლის ობიექტურად და მიუკერძოებლად აზროვნებას, რის საფუძველზეც მკითხველი შეძლებს, როგორც უკვე საქვეყნოდ აღიარებული, ისე თანამედროვე თეორიების რეალური ღირსებისა და ნაკლის დანახვას.
ფსიქოლოგიის ისტორიის საკითხების ცოდნა მკითხველს აუცილებლად დაეხმარება მეცნიერულ და პრაქტიკულ საქმიანობა-
ში; დაეხმარება იმ მრავალფეროვანი სამეცნიერო სკოლებისა და მიმდინარეობების გარკვევა-გააზრებაში, რომლებიც თანამედროვე ფსიქოლოგიაში არსებობს. ფსიქოლოგიის ისტორია არ წარმოადგენს ჰერბარიუმს, იგი ცოცხალი ცოდნის სისტემაა, რომელშიც მეცნიერ-მკვლევართა გულისცემაა ასახული. ეს ცოდნა ეხმარება მათ, ვინც ქმნის თეორიებს, მუშაობს ფსიქოდიაგნოსტიკისა და თერაპიის მეთოდებზე. სახელმძღვანელოში განხილულია იმ სწავლულთა ცხოვრება და შემოქმედება, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ფსიქოლოგიის განვითარებასა და დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბებაში. სახელმძღვანელო განკუთვნილია ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. იგი, ასევე, დიდად დაეხმარება მათ, ვინც დაინტერესებულია ფსიქოლოგიის ისტორიის საკითხებით.
ავტორისაგან
978-9941-9827-0-5
442
ქართული
ფსიქოლოგია
2023

ნონა ახალაშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი, ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ახალი უმაღლესი სასწავლებლის/ნიუუნის პროფესორი, თბილისის თავისუფალი აკადემიის პროფესორი, ფსიქოლოგიური ლაბორატორია №1 და კრიმინალური ფსიქოლოგიის სააგენტოს დამფუძნებელი დირექტორი, ოცდაათწლიანი სამეცნიერო - პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილებით. იგი არის 8 სასწავლო სახელმძღვანელოსა და 30-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომელთაგან სტუდენტებსა და ფსიქოლოგიით დაინტერესებულ პირებს შორის განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს: „ფსიქოლოგიის ისტორიის ნარკვევები“ (2023), „შესავალი იურიდიულ ფსიქოლოგიაში“ (2020), „სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები“ (2022). „ფსიქოლოგიის შესავალი“ (2024). შექმნილი აქვს ფსიქოლოგიის რამდენიმე საგანმანათლებლო - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა, რომლებიც წარმატებით ხორციელდება საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, არის სერტიფიცირებული ტრენერი. ნონა ახალაშვილი დღემდე აქტიურად ჩართულია ბაკალავრებთან და მაგისტრანტებთან ერთობლივ სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში.
იპოვეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე