
ავტორი: ნონა ახალაშვილი
გამომცემლობა: ჩემი გამომცემლობა
XXI საუკუნეში ფსიქოლოგიური მეცნიერება საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ის უდიდეს ინტერესს იწვევს
სხვადასხვა სოციალური მდგომარეობისა და განათლების მქონე ადამიანებში. ეს განპირობებულია იმით, რომ ფსიქოლოგია მნიშვნელოვან როლს ასრულებს პიროვნების ჰუმანისტური მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში. ფსიქოლოგიის საფუძვლების ცოდნა აუცილებელია თანამედროვე ადამიანისათვის მის ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში. წინამდებარე სახელმძღვანელო შექმნილია ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტების - ბაკალავრებისათვის. ნაშრომი არ წარმოადგენს
მზა რეცეპტების კრებულს სხვადასხვა ცხოვრებისეული შემთხვევისათვის, მაგრამ ახალგაზრდა მკითხველს აუცილებლად
დაეხმარება სამომავლოდ პროფესიული საქმიანობის ეფექტიან განხორციელებასა და წარმატებულ ინტერპერსონალურ ურთიერთობებში. სახელმძღვანელოს გაცნობა, ასევე, დიდ დახმარებას გაუწევს ფსიქოლოგიით დაინტერესებულ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევის შესაძლო ხერხების მიგნებაში.
სახელმძღვანელოში - „ფსიქოლოგიის შესავალი~ - წარმოდგენილია ფსიქოლოგიის სფეროს ძირითადი საკითხები, თეორიები, ცნებები და დებულებები. იგი გაჯერებულია პრაქტიკული სავარჯიშოებითა და ტესტებით, რაც ხელს შეუწყობს მასალის უკეთ ათვისებას, მაგრამ არ სცდება კონკრეტულ მიზანდასახულობას, გაუადვილოს მკითხველს თანამედროვე ფსიქოლოგიური პრობლემატიკის აღქმაგააზრება.
ავტორისაგან
978-9941-9892-8-5
362
ქართული
ფსიქოლოგია
2024

ნონა ახალაშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი, ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ახალი უმაღლესი სასწავლებლის/ნიუუნის პროფესორი, თბილისის თავისუფალი აკადემიის პროფესორი, ფსიქოლოგიური ლაბორატორია №1 და კრიმინალური ფსიქოლოგიის სააგენტოს დამფუძნებელი დირექტორი, ოცდაათწლიანი სამეცნიერო - პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილებით. იგი არის 8 სასწავლო სახელმძღვანელოსა და 30-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომელთაგან სტუდენტებსა და ფსიქოლოგიით დაინტერესებულ პირებს შორის განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს: „ფსიქოლოგიის ისტორიის ნარკვევები“ (2023), „შესავალი იურიდიულ ფსიქოლოგიაში“ (2020), „სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები“ (2022). „ფსიქოლოგიის შესავალი“ (2024). შექმნილი აქვს ფსიქოლოგიის რამდენიმე საგანმანათლებლო - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა, რომლებიც წარმატებით ხორციელდება საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, არის სერტიფიცირებული ტრენერი. ნონა ახალაშვილი დღემდე აქტიურად ჩართულია ბაკალავრებთან და მაგისტრანტებთან ერთობლივ სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში.
იპოვეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე