
ავტორი: ნონა ახალაშვილი
გამომცემლობა: ჩემი გამომცემლობა
სახელმძღვანელოს მიზანია სტუდენტებს საფუძვლიანად მიაწოდოს ინფორმაცია თანამედროვე სოციალური ფსიქოლოგიის ძირითადი საკითხების შესახებ, რომლებიც საინტერესოდ და თავისებურად გაშლილია ისეთ თემატიკაში, როგორიცაა ადამიანი და სოციუმი, პიროვნების სოციალიზაცია, „მე“-კონცეფცია, კომუნიკაცია და კარიერა, კონფლიქტი, ქცევითი ბარიერები, ოჯახი და აღზრდის სტილები, აგრესია, კულტურა და ქცევა, ჯგუფი და ჯგუფური ეფექტები, ლიდერობა
და ა.შ. სახელმძღვანელოში გამოკვეთილია სტუდენტის აქტიური სწავლის როლი და გამომდინარე აქედან, ნაშრომი გაჯერებულია პრაქტიკული სამუშაოებით, სავარჯიშოებითა და კვლევაზე აგებული მაგალითებით, რაც სტუდენტს დაეხმარება სასწავლო მასალის უკეთ ათვისებაში. სახელმძღვანელოს კიდევ უფრო მეტად ამდიდრებს ავტორის
წერის მკაფიო, ნათელი და საინტერესო სტილი. სახელმძღვანელო განკუთვნილია ფსიქოლოგიის სპეციალობის
ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის; იგი, ასევე, დიდ დახმარებას გაუწევს ფსიქოლოგიით დაინტერესებულ სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებს.
978-9941-9788-4-5
295
ქართული
ფსიქოლოგია
2022

ნონა ახალაშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი, ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ახალი უმაღლესი სასწავლებლის/ნიუუნის პროფესორი, თბილისის თავისუფალი აკადემიის პროფესორი, ფსიქოლოგიური ლაბორატორია №1 და კრიმინალური ფსიქოლოგიის სააგენტოს დამფუძნებელი დირექტორი, ოცდაათწლიანი სამეცნიერო - პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილებით. იგი არის 8 სასწავლო სახელმძღვანელოსა და 30-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომელთაგან სტუდენტებსა და ფსიქოლოგიით დაინტერესებულ პირებს შორის განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს: „ფსიქოლოგიის ისტორიის ნარკვევები“ (2023), „შესავალი იურიდიულ ფსიქოლოგიაში“ (2020), „სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები“ (2022). „ფსიქოლოგიის შესავალი“ (2024). შექმნილი აქვს ფსიქოლოგიის რამდენიმე საგანმანათლებლო - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა, რომლებიც წარმატებით ხორციელდება საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, არის სერტიფიცირებული ტრენერი. ნონა ახალაშვილი დღემდე აქტიურად ჩართულია ბაკალავრებთან და მაგისტრანტებთან ერთობლივ სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში.
იპოვეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე